"ახალგაზრდები არ არიან უძლეველები... ისინიც შეიძლება დაინფიცირდნენ და დაიღუპონ"-ჯანმოს ხელმძღვანელი

Pirveliradio Ge

ახალგაზრდები არ არიან უძლეველები, ახალგაზრდებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ახალგაზრდებიც შეიძლება დაიღუპონ და ახალგაზრდებმაც შეიძლება ვირუსი სხვებს გადასდონ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსიმა ჟენევაში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ ახალგაზრდები პანდემიას სათანადო სიფრთხილით აღარ ეკიდებიან, რის შედეგადაც მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ისევ მოიმატა. „მონაცემები მოწმობს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შემთხვევების მკვეთრი მატება ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის განმავლობაში ახალგაზრდებმა სიფრთხილე მოადუნეს. ჩვენ ეს ადრე ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ - ახალგაზრდები არ არიან უძლეველები, ახალგაზრდებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ახალგაზრდებიც შეიძლება დაიღუპონ და ახალგაზრდებმაც შეიძლება ვირუსი სხვებს გადასდონ. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებმაც, როგორც სხვა ყველამ, უნდა მიიღონ იგივე სიფრთხილის ზომები, რათა დაიცვან საკუთარი თავი და სხვები“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.