ერთა ლიგის შეხვედრები ბათუმში აღარ გაიმართება

Batumi Daily

ერთა ლიგის ბოლო ორ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში არ გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში უეფა-ს ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ორ საშინაო შეხვედრას ბათუმში ახალ სტადიონზე გამართავდა, თამაში თბილისში ჩატარდება. " უეფას" ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებთან საშინაო მატჩების გამართვა ‘’დინამო არენაზე’’ გადაწყვიტა. საქართველოს ნაკრები სომხეთს 15 ნოემბერს მიიღებს, ხოლო 18 ნოემბერს – ესტონეთის ეროვნულ გუნდს. უეფა-ს გვერდის ცნობით, ორივე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში #ბათუმისსიახლეები