ჯანმო-ს ხელძღვანელის თანაშემწე: მეორე ტალღის თავიდან აცილება შესაძლებელია

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანაშემწის, რანერი გუერას განცხადებით, სამედიცინო ორგანოები COVID-19-ის მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად ამჟამად ყველა საჭირო ინსტრუმენტს ფლობენ. ”მეორე ტალღა? ეს გარდაუვალი ფაქტი არ არის, მისი თავიდან აცილება შესაძლებელია, საამისოდ ყველა ინსტრუმენტს ვფლობთ," - განაცხადა რანერ გუერამ იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში. ჯანმო-ს ხელმძღვანელის თანაშემწემ იტალიაში ეპიდემიური ვითარების აღწერისას აღნიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა დიაგნოსტირების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული. გუერამ ასევე აღნიშნა, რომ ინფექციის მსუბუქმა სიმპტომებმაც კი შეიძლება გრძელვადიან პერიოდში ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს. ჯანმო-ს ხელმძღვანელის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, რომ სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ინფექციების ზრდა გარდაუვალია, ვინაიდან შეუძლებელია მოსწავლეებს შორის ფიზიკური კონტაქტის თავიდან აცილება და დისტანციის დაცვა.