თეა წულუკიანი ვახტანგ გომელაურს: კითხვა არ მაქვს, მადლობას გიხდით

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"მე არ მაქვს კითხვა, მე საჯაროდ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრმა, თითოეულ მაშველს, პოლიციელს, თქვენი სისტემის თითოეულ თანამშრომელსა და პირადად თქვენ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის, შემართებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში დამიყენებია ჩემი თავი თქვენ ადგილას და მითქვამს, არა, მე ამას ასე ადამიანურად, ჰუმანურად ამ მაღალი სტანდარტით, ალბათ, ვერ შევძლებდი", - ასე მიმართა ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და მოქმედმა პარლამენტარმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა მინისტრის საათზე პარლამენტში მოსულ შინაგან საქმეთა მინისტრს. ამ გამოსვლის ფარგლებში თეა წულუკიანმა რჩევაც მისცა შინგან საქმეთა მინისტრს და უთხრა, რომ სამინისტროს მეტი და უკეთესი კომუნიკაცია მართებს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ინსტიტუციური პასუხისმგებლობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს, როგორც სტამბულის კონვენციაზე ხელისმომწერ ქვეყანას, გადანაწილებული აქვს სხვადასხვა სტრუქტურაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებში სხვა სტრუქტურებსაც აქვთ პასუხისმგებლობა, რომელთაგან თეა წულუკიანმა განათლების სამინისტროს ვალდებულებები აღნიშნა. დღეს, 5 მარტს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. გომელაურმა სამინისტროს გეგმებსა და წარმატებებზე ისაუბრა და  დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31135044.html #ახალი_ამბები #twitter