"ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მაჟორიტარების კანდიდატები დაასახელა 

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"ევროპულმა საქართველომ" საქართველოს რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. საკუთარი კანდიდატები გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ თავად წარადგინეს. საარჩევნო შტაბს სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. პარტიის კანდიდატები არიან: ფოთი, ხობი და სენაკი - გიგა ბოკერია;  ზუგდიდი - გიგი უგულავა; ზესტაფონი, ბაღდადი, თერჯოლა და ტყიბული - გიგი წერეთელი;  ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური - ტარიელ ნაკაიძე;  რუსთავი - ირმა ნადირაშვილი; ქუთაისი - ოთარ კახიძე; საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული - სერგო რატიანი; თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი - ზურა ჭიაბერაშვილი; გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყარო - გიორგი ღვინიაშვილი; ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური - ხათუნა გოგორიშვილი; მარნეული და გარდაბანი - აჰმედ იმამკულიევი; ახალქალაქი და ნინოწმინდა - არსენ კარაპეტიანი; აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ - ლელა ქებურია; სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი - აკაკი ბობოხიძე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნებისთვის: ბათუმი - ვახტანგ კალოიანი; ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური - თემურ კახიძე. https://www.radiotavisupleba.ge/a/30763589.html #ახალი_ამბები #twitter