მარნეულის ონლაინ მინი ფესტივალი - 2020

Marneuli Daily

წელს, მუნიციპალიტეტიში „მარნეულის მინი ფესტივალი“ მეორედ, 24-26 აგვისტოს გაიმართება. გლობალური პანდემიის გამო ფესტივალი შეცვლილი ფორმატით ონლაინ, მარნეულის ტელევიზიის ეთერში გავა. სამი დღის განმავლობაში ტელევიზიაში გასული დოკუმენტური ფილმების შემდეგ, პირდაპირი ეთერით სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი გადაცემა გავა, სადაც მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ფესტივალისა და დოკუმენტური კინოს შესახებ. წელს მარნეულის კულტურის ცენტრის ინიციატივით ფესტივალში სიახლეა. პროგრამაში შერჩეულ ქართულ დოკუმენტურ ფილმებს სპეციალურად მინი-ფესტივალისთვის, თანდართული ექნება აზერბაიჯანული სუბტიტრი. შეგახსენებთ, რომ „მარნეულის ონლაინ მინი ფესტივალი“ CinéDOC - On Tour-ის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის და ადამიანის განვითარების და კულტურის საერთაშორისო სკოლის /HDACIS-SCHOOL/ ინიციატივით იმართება. ფესტივალის მედია პარტნიორია მარნეულის ტელევიზია, ხოლო ფესტივალის მხარდამჭერი - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია. წელევანდელი ფესტივალის დევიზია: „ჩვენ ვქმნით ემოციებს.“ #ფესტივალი #მარნეული #MarneuliDaily #ახალიამბები