17 ივნისიდან პეკინში ყველა სკოლა დაიხურება
Tbilisi Daily
პეკინის მუნიციპაკიტეტის გადაწყვეტილებით, ჩინეთის დედაქალაქში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების გამო 17 ივნისიდან ყველა სკოლა დაიხურება.
რაც შეეხება საწარმოებსა და ქარხნებს, ამ ეტაპზე მათ დახურვა არ მოეთხოვებათ, თუმცა რეკომენდირებულია დისტანციურად მუშაობა.
ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ხელისუფლებამ აგრარულ ბაზარში კორონავირუსის ახალი ეპიდაფეთქების გამო ქალაქიდან გასვლა აკრძალა.
რისკ-ჯგუფებში შემავალ ადამიანებს და კორონავირუსით ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს ქალაქის დატოვება აეკრძალათ. შეჩერებულია საქალაქთაშორისო რეისები ჰებეისა და შანდუნის პროვინციების მიმართულებით.