Სავაჭრო მოლებს გახსნამდე შრომის ინსპექტორები შეამოწმებენ

Tbilisi Daily

სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებელების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად, რისკები მაღალია და მათი ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა მოლების და ბაზრობების წარმოამდგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სავაჭრო მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციული რეგულეციების სამუშაო ვერსია განიხილეს. რეკომენდაციები მოლების და ბაზრობების სივრცეში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად და მათი შესრულება სავალდებულოა. შეხვედრაზე შეთნახმდნენ, რომ შრომის ინსპექტორთა ჯგუფი თითოეულ ობიექტს გახსნამდე პრევენციულად შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით რეკომენდაციებს გასცემს. „სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებელების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად, რისკები მაღალია და მათი ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. თუმცა ჩვენ შევნთანხმდით ამ სექტორთან სამუშაო ფორმატზე, რათა სრულად მოხდეს ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი სტანდარტების გათვალისწინება და ამ ბიზნესის გახსნამ არ წარმოშვას დამატებითი ეპიდემოლიოგიური რისკები“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა. საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე, ხოლო დახურული ტიპის ბაზრების და ბაზრობების გახსნა მეხუთე ეტაპზეა დაგეგმილი. #news სავაჭრომოლი #გახსნა #tbilisidaily #dailynews