უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში ჩატარებას
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140867
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში განაგრძობს, მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებაა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით.
მათივე განმარტებით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება.