აჭარაში კორონავირუსის 197 შემთხვევა გამოვლინდა, 388 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
Tbilisi Daily
აჭარაში კორონავირუსის 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 388 პაციენტი.
რეგიონში 10 დღეზე მეტია მნიშვნლოვანი კლება შეიშნება.
კლინიკა 80-მა პაციენტმა დატოვა. კრიტიკულ მდგომარეობაშია (მართვით სუნთქვიაზე) - 42 პაციენტი.
კორონავირუსით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ჯამში კლინიკაში მკურნალობს - 741 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში - 927, ონლაინ კლინიკაში კი 2 502.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 904 ადამიანს დაუდასტურდა, 4 316 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 206 907 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 175 842-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2055 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.