Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2800 ლარი ღირს

Tbilisi Daily

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2800 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2750 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 17 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2846 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0154 ლარია.