მორიგი აქცია ბულვარში 16 სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ,,ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ. იქ, სადაც 16 სართულიანიობიექტი უნდა აშენდეს ორგანიზაცია ,, მე მიყვარს ბათუმის“ წევრები შეიკრიბნენ. აცხადებენ,რომ მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობს და არ არსებობს შესაბამისი პროექტი. ისინი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.