ჯიხვების არვე-უნიკალური კადრები ყაზბეგიდან

Tbilisi Daily

ყაზბეგის ეროვნულ პარკში ჯიხვების არვე გგამოჩნდა. საძოვარზე გასული აღმოსავლეთკავკასიური მამრი ჯიხვების არვეს უნიკალურ კადრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. გამრავლების სეზონამდე მდედრი და მამრი ჯიხვები მრავალრიცხოვან ჯგუფებს ქმნიან და ერთმანეთის მოშორებით ბინადრობენ. მხოლოდ გამრავლების პერიოდში, დეკემბერი-იანვრის განმავლობაში უერთდებიან მამრი ჯიხვები შუნების ჯგუფს.