ინდოეთში კორონავირუსის 25 049 შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

ინდოეთში კორონავირუსის 25,049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 10,124,388-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 310 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 146,737-ს აღწევს.