"გადაიტანა კოვიდი, პნევმონია ისე, რომ არ გაუხდია ეკიპირების ფორმა"

Tbilisi Daily

ამას წი­ნათ კი­დევ ერთი ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლის - ანუ­კა გუ­ლი­აშ­ვი­ლის სტა­ტუს­მა მი­იქ­ცია ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა: " ბევ­რი იწე­რე­ბა გმი­რო­ბებ­ზე, კრი­ტი­კა­ზე, ქა­ოს­ზე, სის­ტე­მა­ზე, პრობ­ლე­მებ­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე, სი­სუს­ტე­ებ­ზე და სი­მა­მა­ცე­ებ­ზე, პი­რად ემო­ცი­ებ­ზე და ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე... მე თუ მკი­თხავთ,ასე­თი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი ინ­დი­კა­ტო­რია... ყვე­ლა ვა­კე­თებთ იმას, რაც შეგ­ვიძ­ლია, რა­საც მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, საქ­მე და გა­რე­მო­ე­ბე­ბი გვკარ­ნა­ხობს, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­ში თუ ვინ­მეა გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი, გა­მო­სარ­ჩე­ვი ჩემი მე­გობ­რე­ბი­დან, პირ­ვე­ლი ეს ბიჭი მიდ­გას თვალ­წინ... რაც ეს პან­დე­მია და­ი­წყო, ალ­ბათ, კლი­ნი­კი­დან მხო­ლოდ კა­ლენ­დარ­ზე გა­წით­ლე­ბულ დღე­ებ­ში გა­დის... გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი, პნევ­მო­ნია, სი­ცხე­ე­ბი ისე, რომ არ გა­უხ­დია თა­ვის თეთ­რი ეკი­პი­რე­ბის ფორ­მა. მუ­შა­ობ­და covid-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან. როცა სახ­ლში 7 შვი­ლი და ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე ელო­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი მამა, მე­უღ­ლე, მე­გო­ბა­რი, ექი­მი და უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნია... ასე დინ­ჯად და ჩუ­მად გა­ი­ა­რა მთე­ლი ეს შვი­დი თვე, ვერც კი წარ­მო­იდ­გენს, რომ ვინ­მე მას­ზე და­წერს. მაგ­რამ უბ­რა­ლოდ, მო­მინ­და და­მე­წე­რა. მეთ­ქვა, რომ სა­დღაც ჩუ­მად თქვენ­თვის ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვის ცხოვ­რე­ბას უკან იტო­ვე­ბენ... წარ­მა­ტე­ბე­ბი და ბევ­რი ასე­თი ადა­მი­ა­ნი იდ­გეს ჩვენს სა­და­რა­ჯო­ზე...“ ამ ახალ­გაზ­რდა გმირ ექიმ­ზე ანუ­კას პოს­ტამ­დეც ვი­ცო­დი - ცოტა ხნის წინ მას­ზე სა­ჩხე­რელ­მა ექიმ­მა - თაზო თო­და­ძემ მი­ამ­ბო და ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა­საც ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ მის­მა მე­გო­ბარ­მა ანუ­კამ პოს­ტის და­წე­რა და­მას­წრო, ამი­ტომ, სხვა­საც რომ არ და­ეს­წრო, სა­უ­ბა­რი აღარ გა­დავ­დე. ამ­ჯე­რად სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს ჭი­ა­თუ­რელ ექიმს - გი­ორ­გი ჩა­ფი­ჩა­ძეს გა­გაც­ნობთ. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ მე­ა­მა­ყე­ბა, ჩემი დე­დუ­ლეთ-მა­მუ­ლე­თის გა­მორ­ჩე­ულ ახალ­გაზ­რდებ­ზე რომ მი­წევს ლა­პა­რა­კი, მით უფრო - ექი­მებ­ზე, რად­გან ჩემი მშობ­ლე­ბიც ექი­მე­ბი იყ­ვნენ. ცხა­დია, გი­ორ­გის პოვ­ნა არ გამძნე­ლე­ბია, თუმ­ცა შინ რომ და­ვუ­რე­კე, ისე­თი ჟრი­ა­მუ­ლი ის­მო­და, ჩა­წე­რა მე­ო­რე სა­ღა­მოს­თვის გა­დავ­დეთ, იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც, ჩემი ვა­რა­უ­დით, მის 7 შვილს - და­ვითს, ანას­ტა­სი­ას, ნი­კო­ლოზს, ან­დრი­ას, ნა­ტა­ლი­ას, ლუ­კა­სა და ლა­ზა­რეს უკვე მშვი­დად ეძი­ნე­ბო­დათ.- ქი­რურ­გი ვარ, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2003 წელს და­ვამ­თავ­რე და ერთხანს, ჭი­ა­თუ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვმუ­შა­ობ­დი, ვიდ­რე და­ხუ­რავ­დნენ. მე­ო­თხე წე­ლია, სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვარ და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ჭი­ა­თუ­რის ჯე­ოჰოს­პიტლშიც ვმუ­შა­ობ. სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს ემერ­ჯენ­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ კო­ვიდ­გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გად­მო­ვე­დი. აქ დამ­ხვდა თაზო თო­და­ძე და ჩე­მამ­დე ამა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო ლე­ვან ყა­ვე­ლაშ­ვი­ლიც, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი. ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი ექი­მე­ბი გვყავს და ისი­ნი იყ­ვნენ ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მათი დახ­მა­რე­ბით და პრაქ­ტი­კით ნელ-ნელა ბევ­რი რამ შე­ვის­წავ­ლეთ.- მოდი, სა­უ­ბა­რი იმ მწვა­ვე დღე­ე­ბის გახ­სე­ნე­ბით და­ვი­წყოთ, კო­ვი­დი­ა­ნი, ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნი­ი­თა და სუ­ლის­შემ­ხუთ­ვე­ლი ეკი­პი­რე­ბით, კო­ვი­და­ვად­მყო­ფებს რომ მკურ­ნა­ლობ­დით. - რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლია, ტემ­პე­რა­ტუ­რა 39 გრა­დუ­სი რომ გაქვს და მუ­შა­ობ, ამ დროს ფეხ­ზე დგო­მაც გი­ჭირს ადა­მი­ანს, მაგ­რამ... ეკი­პი­რე­ბა ზღვა­ში წვე­თი იყო, ძი­რი­თა­დი ენერ­გია პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მიჰ­ქონ­და და მი­აქვს, რად­გან ყვე­ლა შე­ში­ნე­ბუ­ლია და ერ­თდრო­უ­ლად, ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად, მათი ფსი­ქო­ლო­გიც ხარ და ფსი­ქი­ატ­რიც. რომ არა აქა­უ­რი გა­მოც­დი­ლი ექი­მე­ბის რჩე­ვე­ბი, თა­ნად­გო­მა, ჩვენ მარ­ტო ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბო­დით. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 50 პა­ცი­ენ­ტის მარ­თვას ეხუმ­რე­ბით, რო­დე­საც უმე­ტე­სო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა? სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რია ვი­თა­რე­ბა გვაქვს. - რო­მე­ლი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უი­მე­დო­ბა გა­გიჩ­ნდათ? - რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს აკე­თებ, რაც შე­გიძ­ლია, წე­სით, უი­მე­დო­ბის გან­ცდა არ უნდა გქონ­დეს. როცა მე­ტის გა­კე­თე­ბა აღარ შე­გიძ­ლია, და­ნარ­ჩე­ნი ღმერ­თს უნდა მი­ან­დო. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, რო­დე­საც ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა გვიხ­დე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც. მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი კო­ლე­გა, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და­რე­ჯან დე­ვი­ძე. იგი, ფაქ­ტობ­რი­ვად, კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას შე­ე­წი­რა. მათ­გან და­ინ­ფი­ცირ­და და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შევ­ძე­ლით, რად­გან თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც გა­ურ­თულ­და. იოლი არ არის, ხომ? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ით­რგუ­ნე­ბი, მაგ­რამ ღმერ­თი გაძ­ლევს ძა­ლას, რომ წა­მოდ­გე და შენი საქ­მე ისე­თი­ვე თავ­გან­წირ­ვით გა­აგ­რძე­ლო. - თქვენც და­ინ­ფი­ცირ­დით და ავად­მყო­ფე­ბი არ მი­გი­ტო­ვე­ბი­ათ. ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რო­გორ შე­ძე­ლით სხვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბაც და სა­კუ­თა­რი და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბაც? - არ უნდა შე­გე­შინ­დეს და სი­ცო­ცხლის­თვის ბო­ლომ­დე უნდა იბ­რძო­ლო, მაგ­რამ... ერთხელ მო­დი­ხარ ამ ქვე­ყა­ნა­ზე და თუ სა­ჭი­როა, ღმერ­თი გა­გაგ­რძე­ლე­ბი­ნებს ცხოვ­რე­ბას. სიკ­ვდი­ლი არ არის ისე­თი რამ, ადა­მი­ანს მისი რომ შე­ე­შინ­დეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში სუ­ლი­ე­რი გან­სა­ზღვრავს ფი­ზი­კურს. გა­გი­გი­ათ გა­მოთ­ქმა? - სიკ­ვდი­ლი გარ­ბის ისე­თი ადა­მი­ა­ნის­გან, ვი­საც სიკ­ვდი­ლის არ ეში­ნი­აო. ამ­გვარ რა­მეს მარ­ტო მე კი არ გან­ვიც­დი, ძა­ლი­ან ბევ­რი შე­იგ­რძნობს. კი­დევ რა არის, იცით? ამ და­ა­ვა­დე­ბას - კო­ვიდს მო­დუ­ნე­ბა არ უყ­ვარს. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა რომ მქონ­და, ისე სუს­ტად ვი­ყა­ვი, დი­ლით წა­მოდ­გო­მა მი­ჭირ­და, მაგ­რამ რომ ვი­ცო­დი, პა­ცი­ენ­ტე­ბი მე­ლო­დე­ბოდ­ნენ, მუ­შა­ო­ბა­ში ნელ-ნელა ისე ვხურ­დე­ბო­დი, კი­დევ უფრო მეტი ძალა მეძ­ლე­ო­და. ასე იყ­ვნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბიც, რად­გან ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ექთ­ნით და­წყე­ბუ­ლი და ექი­მით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, თით­ქმის ყვე­ლამ გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი. პირ­ვე­ლად კო­ვი­დი ინ­ფექ­ცი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გეს, სოფო ივა­ნიშ­ვილს და­ე­მარ­თა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ძლი­ე­რად შეხ­ვდა და­ა­ვა­დე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, პა­ცი­ენ­ტებს და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წილს არც გა­უ­გი­ათ. ჩვენც ასე­თი ხალ­ხის­გან ვსწავ­ლობთ. - თქვენ რომ კო­ვი­დი გქონ­დათ, პა­ცი­ენ­ტებ­მა იცოდ­ნენ? - იცოდ­ნენ. ალ­ბათ, ესეც იმე­დი იყო მათ­თვის, ალ­ბათ, ფიქ­რობ­დნენ, თუკი ამას კო­ვი­დი აქვს და მა­ინც მუ­შა­ობს, ესე იგი, ჩვენც რა­ღაც გვეშ­ვე­ლე­ბაო. პი­რი­ქით, რომ გა­ე­გოთ, ექიმს კო­ვი­დი და­ე­მარ­თა, ცუ­დად არის და ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დაო, ისი­ნიც შე­შინ­დე­ბოდ­ნენ. - მოკ­ლედ, ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­ი­ა­რეთ. გი­ორ­გი, კლი­ნი­კი­დან არ გა­მო­დი­ო­დით? იმი­ტომ ვკი­თხუ­ლობ, რომ თქვე­ნი შემ­თხვე­ვა ნამ­დვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია - შინ 7 შვი­ლი და მერ­ვე ბავ­შვზე ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე გე­ლო­დე­ბო­დათ. არ გე­ში­ნო­დათ, მათი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის? ან რო­გორ იცავ­დით მათ კო­ვი­დის­გან? - რო­გორც კი პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი გა­მო­მაჩ­ნდა, მკურ­ნა­ლო­ბაც მა­შინ­ვე და­ვი­წყე და სა­ა­ვად­მყო­ფოს პერ­სო­ნა­ლი­სა და პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­და, სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია - ან სა­მუ­შაო ოთახ­ში ვი­ყა­ვი ჩა­კე­ტი­ლი, ან ეკი­პი­რე­ბუ­ლი გა­მოვ­დი­ო­დი ოთა­ხი­დან პა­ცი­ენ­ტებ­თან. 5 ნო­ემ­ბერს ვი­მო­რი­გე­ვე მიმ­ღებ­ში და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­შინ და­ვინ­ფი­ცირ­დით მეც და მიმ­ღე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნანა კვა­რა­ცხე­ლი­აც. მას შემ­დეგ შინ აღარ მივ­სულ­ვარ.- ბავ­შვებს თქვე­ნი ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე მარ­ტო უვ­ლი­და? - დე­და­ჩე­მი და ჩემი სი­დედ­რი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა 7 ბავ­შვის მოვ­ლა მა­ინც საკ­მა­ოდ რთუ­ლია. უფ­რო­სი 14 წლი­საა, უმ­ცრო­სი - 2-წლი­ნა­ხევ­რის. სა­ვა­რა­უ­დოდ, მერ­ვეც ვაჟი იქ­ნე­ბა. - 8 შვი­ლის ყოლა ხუმ­რო­ბა არ არის. მარ­თლაც გმი­რი მშობ­ლე­ბი ხართ! - მე­უღ­ლე - თა­მარ ტყე­მა­ლა­ძე არის გმი­რი, ძა­ლი­ან მარ­ჯვეა, ძა­ლი­ან უყ­ვარს ბავ­შვე­ბი და მეც ვა­სა­ჩუქ­რებ ხოლ­მე, რო­გორც შე­მიძ­ლია. თა­ნაც მარ­ტო თა­ვის ბავ­შვებს კი არ ზრდის! ინ­გლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გია და სხვის ბავ­შვებ­ზეც ზრუ­ნავს! სხვა­თა შო­რის, მარ­თა­ლია, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ შინ აღარ მივ­დი­ო­დი, მაგ­რამ კო­ვი­დი დე­და­ჩემ­სა და ჩემს მე­უღ­ლეს მა­ინც და­ე­მარ­თათ. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უგ­რძელ­დათ. ტეს­ტმა ორი­ვე­გან უარ­ყო­ფი­თი უჩ­ვე­ნა, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, მა­ინც კო­ვი­დი იყო. არის მო­მენ­ტი, რო­დე­საც კო­ვი­დინ­ფექ­ცია "ა“ კა­ტე­გო­რი­ი­დან "ბ“-ში გა­და­დის და ამ დროს, ხან­და­ხან, ტექ­სტი მას ვერ აფიქ­სი­რებს. ვვა­რა­უ­დობ, რომ ჩე­მე­ბის ტეს­ტი სწო­რედ ამ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. მე ვერ ვიქ­ნე­ბო­დი მათი ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო და, ალ­ბათ, სხვის­გან გა­და­ე­დოთ. ჩემს მე­უღ­ლეს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბაც ჰქონ­და და სტა­ცი­ო­ნა­რის თე­რა­პი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ძა­ლი­ან სა­ი­მე­დო ექიმ­თან, თიკო ტეფ­ნა­ძეს­თან და­ვაწ­ვი­ნეთ. ახლა შინ არის და თავს კარ­გად გრძნობს. ვა­ჟის და­ბა­დე­ბას იან­ვრის ბო­ლოს ვე­ლო­დე­ბით, თუმ­ცა სა­ხე­ლი ჯერ არ შეგ­ვირ­ჩე­ვია. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, თქვენ კი - ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ.