რა ხდება ამ წუთებში ვარკეთილის დამწვარ ბაზრობასთან

Tbilisi Daily

ვარკეთილის ბაზრობაზე მოვაჭრეები ნახანძრალ ტერიყორიაზე შესვლას ჯერ ვერ ახერხებენ. ამბობენ , რომ წუხანდელმა ძლიერმა ხანძარმა მათ სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა. ხანძრით მიყენებული ზიანის აღრიცხვა დღეიდან დაიწყება. ვარკეთილის ბაზრობაზე დაზარალებულები დილიდან შეიკრიბნენ. მათ თბილისის მერია დახმარებას დაპირდა. ამ ეტაპზე ნახანძრალ ტერიტორიაზე ექსპერტები მუშაობენ, მოვაჭრეებს ადგილზე მისვლა მხოლოდ მათი სამუშაოს დასრულების შემდეგ შეეძლებათ. მოვაჭრეები ხელისუფლებისგან დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ქონება დაზღვეული არ ჰქონდათ და ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. მოვაჭრეების უმრავლესობამ საკუთარი პროდუქციის გადარჩენა ვერ მოახერხა.