23 წლის ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
Pirveliradio Ge
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ახალგაზრდის ოჯახის წევრები ქვემო ფონიჭალაში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. სამართალდამცავები გოგონას პირად კომპიუტერს სწავლობენ, რათა დაადგინონ, ვისთან ჰქოდნა ბოლოს კონტაქტი.
ახალგაზრდის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განმარტებით, გოგონას კუთვნილი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, ქუჩის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, შემდეგ კი ადგილობრივმა – სოფელ გოლთეთში. ამის შემდეგ კვალი იკარგება, გათიშულია მობილური ტელეფონიც.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თეთრიწყაროს რაიონში თამარ ბაჩალიაშვილი პირველად იყო და იქ ახლობლები არ ჰყავთ.
თამარ ბაჩალიაშვილი თბილისის მკვიდრია. ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.