სალომე ზურაბიშვილი დავით-გარეჯზე: მეგობრული მოლაპარაკებები ბოლომდეა მისაყვანი

Tbilisi Daily

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მეგობრული მოლაპარაკებები დავით გარეჯზე ბოლომდე არის მისაყვანი.ამის შესაეხბ მან „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. "მე ვიყავი ჩართული დავით გარეჯის საკითხში, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. მაშინ მე და აზებაიჯანის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მოვითხოვეთ, რომ კომისიები შემდგარიყო. როდესაც კომისიამ მოიტანა თავისი პირველი ანგარიში, სადაც რამოდენიმე მონაკვეთი საზღვრის, იყო შეუთანხმებელი, ეს იმდენად პოლიტიკური იყო, რადგან ეხებოდა დავით გარეჯს და წითელ ხიდს, ეს საქმე გადავეცით პრეზიდენტებს, რადგან ეს იყო პრეზიდენტების დოზენეზე გადაწყვეტილი. ახალი მასალები არის აღმოჩენა იმ დეტალური რუკების, 1938 წლის, რომლითაც ხელმძღვანელობს ეს რესპუბლიკები, როცა თავთავიანთ საზღვრებს ადგენდნენ და ეს შეთანხმება არსებობდა აზერბაიჯანთან, რომ ჩვენ დელიმიტაციაზე ამ საზღვრებით ვიხელმძღვანელებთ, მაგრამ გამქრალი იყო დეტალური რუკა, სადაც ჩანს ის მონაკვეთბი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე დღეს არ გეტყვით დავით გარეჯის მონასტრების ნაწილი, რომელ მხარეს არის მოყოლილი. ჩემი სათქმელი არ არის ეს, რადგან მეგობრული მოლაპარაკებები, ბოლომდე არის მისაყვანი - პრეზიდენტი დავით გარეჯზე", -განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე განმარტა რატომ დასვა მან ევროპანოსტრას ვიზიტის ფარგლებში საზღვრის დადგენის საკითხი. „მე არ ვფრთხილობ არაფერზე, მე დასვი ეს საკითხი, როცა შევხვდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს. მე ვიყავი საზღვარზე დავით გარეჯში, როგორც დავდივარ სხვა საზღვრებზე. არანაირი ინიციატივა არ იყო იქ. არ იყო კერძო ვიზიტი. ეს იყო არა ინიციატივა, თუმცა ვერავინ ვერ დამიშლის რომ მივიდე საქართველოს რომელიმე საზღვარზე და ვნახო რა მდგომარეობაა. ეს იყო ევროპანოსტრას ფარგლებში ოფიციალური, კულტურული ვიზიტი, რომელშიც აზერბაიჯანული მხარე მონაწილეობდა. ერთობლივად მივედით იქ, რომ გვენახა ის ფრესკები და რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ევროპანოსტრას დონეზე, ეს იყო ამ ვიზიტის მიზანი და არანაირი ინიციატივა და არა თვითნებური," - განაცხადა ზურაბიშვილმა.