საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
Tbilisi Daily
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4876 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 264 პაციენტი რჩება.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ინფიცირებული
#დარჩისახლში
#tbilisidaily