ხულოში, შუახევსა და ხელვაჩაურში სწავლა ხვალ დისტანციურად დაიწყება - თორნიკე რიჟვაძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით,ხულოში, შუახევსა და ხელვაჩაურშისწავლა ხვალ, 15 სექტემბერს საკლასო ოთახების ნაცვლად, დისტანციურად დაიწყება.
თორნიკე რიჟვაძისგანცხადებით, აჭარის მაღალმთიანეთშიკორონავირუსისერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია რესურსცენტრის თანამშრომელი.
მისივე განცხადებით, აჭარისყველა რეგიონში სწავლა საკლასო ოთახებში პირველ ოქტომბერს დაიწყება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლება თავდაპირველად ბათუმსა და ქობულეთში გადაწყდა, შემდეგ კი მსგავსი რეგულაცია გავრცელდა ხელვაჩაურზეც.