საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Pirveliradio Ge
საქართველოში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3740 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 212526 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 188408 გამოჯანმრთელდა, 2182 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 470, სტაციონარში მეთვალყურეობას 6358 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 1671 პირი.