ბათუმის "მედალფაში" 4 პაციენტის გაწერას ელოდებიან
Tbilisi Daily
აჭარაში კლინიკა მედალფაში 4 პაციენტი რჩება. მედიკოსები ყველა პირის გამოჯანმრთელებას უახლოეს დღეებში ელოდებიან. ლევან ანთაძის განცხადებით, დაწყებულია გამოკვლევები და თუ კორონავირუსზე აღებული ანალიზი იქნება უარყოფითი მათ კლინიკიდან გაწერენ.
"4 პაციენტი რჩება, აქედან სამის გამოჯანმრელებას უახლოეს პერიოდში ველოდებით. რაც შეეხება მეოთხეს, მას კორონავირუსი აღარ აქვს, თუმცა განუვითარდა ინსულტი და ესაჭიროება სხვა კლინიკაში ან სახლში მეთვაყურეობის ქვეშ გადაყვანა. აღნიშნული პაციენტი საქართველო- ამერიკის მოქალაქეა, რომელიც ერთ თვეზე მეტი მართვით სუნთვაზე იყო,"- განაცხადა ანთაძემ.
აჭარაში 30 აპრილიდან კორონავორუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყოველდღიურად 300 ზე მეტ პირს იკვლევენ. რეგიონში კორონავირუსი დაამარცხა 60 მა პაციენტმა, გარდაიცვალა ორი.
საკარანტინე სივრცეში ამ დროისთვის 1639 პირი იმყოფება.
#news#აჭარა#კორონავირუსი#ბათუმი#კლინიკა მედალფა#Tbilisidaily#dailynews