ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების ჩატარება დასაშვები გახდა.
Zugdidi Daily
ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები გახდა. ნებადართულია გარეთ თეატრალური წარმოდგენების, კონცერტების გამართვა, თუმცა ღონისძიებებზე არაუმეტეს 200 ადამიანი დაიშვება. ტერიტორიაზე სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად:
▶ ღია სივრცეებში ღონისძიებების ჩატარების დროს ტერიტორია წინასწარ უნდა დასუფთავდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს.
▶ უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო (2 მეტრი) დისტანციის დაცვა.
▶ საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს დამცავი ბარიერები.
▶ მაყურებელთა სივრცისგან სპეციალური დამცავი ბარიერით, უსაფრთხო მანძილის მითითებით უნდა იქნას გამოყოფილი სცენა.
▶ სასცენო აპარატურა და მიკროფონები სადეზინფექციო ხსნარებით უნდა დამუშავდეს როგორც ღონისძიების დაწყებამდე, ასევე ღონისძიების შემდეგ.
20 ივლისიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.
#საქართველო #სოციალურიღონისძიებები #კულტურულიღონისძიებები #ჯანდაცვისსამინისტრო #რეკომენდაციები #პრემიერმინისტრი #შეზღუდვები #კორონავირუსი #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com