ახალი შტამი 60-70%-ით მეტად გადამდებია
Tbilisi Daily
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალ შტამს, სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, დაახლოებით, 60-70%-ით უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს.
მისივე თქმით, ახალი ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ძალიან დაბალია.
„ამ ვირუსის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ეს შტამი გარკვეული კრიტერიუმებით განსხვავდება ადრე მოცირკულირე ვირუსის შტამებისგან. კვლევა გრძელდება და ჯერ მისი ყველა თვისება არ არის დადგენილი. დადგენილია ერთი – ეს ვირუსი გადაეცემა უფრო იოლად და შესაბამისად, მეტ რისკს წარმოადგენს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით.
მას, დაახლოებით, 60-70%-ით უფრო მეტი გადამდებობა ახასიათებს. ამ შტამის სიკვდილიანობა უფრო მეტი არ არის, ვიდრე იყო ჩვეულებრივი შტამის დროს, რა ძალიან მნიშვნელოვანია.
რჩება გაურკვეველი ერთი საკითხი, როგორ ურთიერთობა ექნება ამ შტამსა და ვაქცინირებულ ადამიანებს ერთმანეთთან“,- განაცხადა ცერცვაძემ.