საქართველო ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამას შეუერთდა
On.ge
ეკოსკოლა მსოფლიო მასშტაბის პროექტია, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების და მასწავლებლების ერთი საერთო მიზნის, გარემოს დაცვის ირგვლივ გაერთიანებას და მდგრადი სკოლების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროგრამა იწყება სკოლიდან და ახალი თაობის სწავლებით და მათი აქტიური ჩართულობით ვრცელდება მთელ მოსახლეობაზე.
ცოტა ხნის წინ, საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია დავიცვათ საქართველოს სისუფთავე, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ამავე სახელობის პროექტს, ოფიციალურად გახდა გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ასოცირებული წევრი, რომელსაც ამ მიმართულებით მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს.
#news
https://on.ge/story/53840-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%93%E1%83%90