აჭარაში 180-მდე სასტუმრომ შემოწმება გაიარა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აცნობეს, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების რეგულაციების მონიტორინგი რეგიონში არსებულმა 180-მდე სასტუმრომ გაიარა. მათ შორისაა, როგორც ბრენდული და მაღალი კლასის, ასევე დაბალბიუჯეტიანი და მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები. განთავსების ობიექტების ჩამონათვალი, რომლითაც ტურისტებს ამ ეტაპზე, აჭარაში შეუძლიათ სარგებლობა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულ პორტალზე - Gobatumi.com არის განთავსებული. არსებული სია ყოველდღიურად განახლების პროცესშია და მას ეტაპობრივად ემატება ახლად შემოწმებული სასტუმროები.
როგორცტურიზმის დეპარტამენტის მიერ, გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ზღვაზე დასვენებისა და ადრენალინის მოყვარულებისთვის წყლის აქტივობები არისნებადართული.
იმ, შემოწმებული ობიექტების ჩამონათვალი, რომლითაც ტურისტებს აჭარაში შეუძლიათ სარგებლობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულ პორტალზეა განთავსებული.