გუშინ წაბლანაში არჩევნები არ ჩავარდნილა - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, გუშინ არჩევნები არ ჩავარდნილა. თორნიკე რიჟვაძისგანმარტებით,საუბნო საარჩევნო კომისია მუშაობდა და ყველას ჰქონდა საშუალება არჩევნებშიმონაწილეობათავისუფალ გარემოში მიეღო. მისივე თქმით, გეგმავს მოსახლოებას კიდევ ერთხელ შეხვდეს და დაელაპარაკოს. ''რაც შეეხება გარკვეული ჯგუფის, თუნდაც სოფლის გადაწყვეტილებას, მე კიდევ ერთხელ ვაპირებ ჩემს გუნდთან ერთად, დაველაპარაკო ამ ადამიანებს, ისე , როგორც ეს ადრე გავაკეთე. თუმცა გესმით, რომ იყო წინასაარჩევნო პერიოდი, ამიტომ ჩვენ მანევრირების დიდი საშუალება არ გვქონდა, მათ შორის, იმ პრობლემებს, რასაც ეს ხალხი აყენებდა. კიდევ უფრო აქტიურად და პროაქტიურად მოგვეხდინა ამის გადაწყვეტა. ეს კონსულტაცია რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ვფიქრობ, რომ ... დიდი მონაპოვარი ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის და სასურველი იქნება, თუ ყველა ისარგებლებს ამ უფლებით'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. გუშინ სოფელ წაბლანაშიმოსახლეობამ პროტესტის ნიშნად არჩევნებშიმონაწილეობა არ მიიღო.