ზუგდიდის უფასო სასადილოს გადაწყვეტილება

Zugdidi Daily

ზუგდიდის უფასო სასადილოს გადაწყვეტილება ზუგდიდის უფასო სასადილოს ბენეფიციარების გარკვეულ ნაწილს, საკვებს მოხალისეები სახლებში მიუტანენ. კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის უფასო სასადილო ბენეფიციარებს, რომლებიც 60 წლის ზემოთ ასაკის არიან და რისკს ჯგუფს წარმოდგენენ, საკვებს მოხალისეები სახლში მიუტანენ. მოხალისეებმა შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ დღეს მერიაში ჩატარებული ტრენინგის დროს მიიღეს ინფორმაცია. მოხალისეები ვალდებულნი არიან ყველა წესის დაცვით მოემსახურონ ბენეფიციარებს. ზუგდიდის უფასო სასადილოში 280 ადამიანია რეგისტრირებული, რომლებიც ყოველდღე სარგებლობენ უფასო სასადილოს მომსახურეობით. #ზუგდიდი #უფასოსასადილო #ბენეფიციარი #ზუგდიდისმერია #კორონავირუსი #zugdididaily