ემანუელ მაკრონი: რადიკალური ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება
Tbilisi Daily
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რადიკალური ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება.
„ჩვენ უფრო მტკიცე ზომებს მივიღებთ იმათ წინააღმდეგ, ვისაც რესპუბლიკის საძირკვლის დანგრევა სურს. რადიკალური იდეოლოგიის მატარებლების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას წამოვიწყებთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
16 ოქტომბერს ქალაქ კონფლან-სენ-ონორინში პოლიციამ ერთ-ერთი სკოლის ისტორიის მასწავლებელის, სამიუელ პატის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვა. ფრანგული მედიის ცნობით, მასწავლებელი გაკვეთილებზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა. პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში მოკლა, მანამდე ის სამართალდამცველებს ცივი იარაღით დაემუქრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში დაბადებული 18 წლის აბდულა ა არის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.