ავსტრალიაში კორონავირუსით ინფიცირების მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა

Tbilisi Daily

ავსტრალიაში კორონავირუსი კვლავ გამოჩნდა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ადელაიდაში ინფექციით მინიმუმ 17 ადამიანი დაინფიცირდა, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. ახალ შემთხვევებს სასტუმროს უკავშირებენ, სადაც საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეები კარანტინს გადიან. ნოემბრის დასაწყისში ავსტრალიაში განაცხადეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პირველად ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.