ცნობილ კიბერუსაფრთხოების კომპანია FireEye-ზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა

Interworld

ცნობილი ამერიკული კიბერუსაფრთხოების კომპანია FireEye-ის განცხადებით, რამდენიმე ხნის წინ ისინი იმ „მსოფლიო კლასის შესაძლებლობების“ მქონე ჰაკერთა სამიზნედ იქცნენ, რომლებიც სავარაუდოდ ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ იყო ინიცირებული. ა.წ. 8 დეკემბერს, ბლოგპოსტის სახით გამოქვეყნდა FireEye-ის აღმასრულებელი დირექტორის კევინ მანდიას განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ჰაკერები მათ ქსელში შეიჭრნენ და ის ხელსაწყოები/ინსტრუმენტები მოიპარეს, რომლებიც მომხმარებელთა უსაფრთხოების შესამოწმებლად გამოიყენებოდა. „თავდამსხმელები პირველ რიგში ეძებდნენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც სახელისუფლებლო მომხმარებლებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მანდიამ. ზემოხსენებულ ბლოგპოსტში საუბარი არ ყოფილა შეტევის კონკრეტულ დროზე, მხოლოდ დაფიქსირებული იყოს მოცემულობა, რომ საკითხს FBI იძიებს. FBI-ის კიბერ სამმართველოს დირექტორის თანაშემწის მეთ გორჰემის განცხადებით, ჰაკერთა მაღალი დონის მომზადება, კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამებოდა. კიბერუსაფრთხოების ექსპერტთა შეფასებით, ერთ-ერთი ქვეყნის ჰაკერებს, მათ მიერ მოპარული ხელსაწყოების შესაბამისად გარდაქმნა და სამიზნე სახელმწიფოს, ან კონკრეტული ინდუსტრიის წინააღმდეგ გამოყენება შეუძლიათ. კიბერ უსაფრთხოების საზოგადოებრივ წრეებში არაერთი პირი მსგავსი თავდასხმის ინიციატორად რუსეთის ფედერაციას მიიჩნევს. FireEye კალიფორნიის შტატში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მომსახურებასაც არაერთი სახელმწიფო თუ ორგანიზაცია იყენებს, ჰაკერთა თავდასხმისგან თავდასაცავად. FireEye-მ სახელმწიფოთა მიერ მხარდაჭერილი ჰაკერული ჯგუფების გამოვლენაში არაერთხელ შეასრულა გადამწყვეტი როლი. ზემოხსენებული შეღწევა ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტევაა ამერიკული კიბერუსაფრთხოების საზოგადოებისთვის მას მერე, რაც 2016 წელს, ჰაკერებმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) კიბერ-სივრცეში მოახერხეს შესვლა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #FireEye #Cyber #security #attack #hack #interworld