აშშ-ში არსებული ათასობით ე.წ. კონფედერაციული ქანდაკება საფრთხის ქვეშ

Headline

150 წელზე მეტი გავიდა ამერიკის ოთხწლიანი სამოქალაქო ომის დასრულებიდან (1861-1865), რამაც 600 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამერიკის კონფედერაციული შტატები, ცნობილი როგორც „კონფედერაცია“, შედგებოდა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე 11 შტატისგან, რომელთაც 1860 წელს კავშირიდან გასვლა სურდათ. სეცესიის მომხრე შტატებს შორის იყვნენ - სამხრეთ კაროლინა, მისისიპი, ფლორიდა, ალაბამა, ჯორჯია, ლუიზიანა, ტეხასი, ვირჯინია, არკანზასი, ჩრდილოეთ კაროლინა და ტენესი. ზემოხსენებულ შტატებს ე.წ. მონობის ინსტიტუტის შენარჩუნება სურდათ, რადგან მათი ეკონომიკის უდიდესი ნაწილი, სწორედ ამაზე იყო დაშენებული. საბოლოოდ, ე.წ. კონფედერაცია დამარცხადა და შესაბამისად მონობაც გაუქმდა. დებატები მონუმენტებზე და მათი აღების საკითხი - შეერთებული შტატების მთელი ტერიტორიის მასშტაბით, კონფედერაციის 1741 ერთეული საჯარო სიმბოლო არსებობს. აღნიშნული სიმბოლოები მოიცავს სკოლებს, პარკებს, ხიდებს, გზებს, ქანდაკებებს და სხვა. იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმეტესობა ისტორიული კოლონიზატორებისა და მონათმფლობელების მიუღებლობას ცნობს, ზოგიერთი მათგანი კონფედერაციის სიმბოლოების არსებობის მომხრეა, რადგან თვლიან, რომ აღნიშნული ქვეყნის წარსულის შეხსენება და შეფასებაა. 2017 წელს, შტატ ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში, ე.წ. კონფედერაციის გენერალ რობერტ ლის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით გამართულ პროტესტზე, ერთ-ერთმა „ნეო-ნაცისტმა“ მოკლა 32 წლის ჰითერ ჰეიერი, რის შემდეგაც ქვეყნის ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის 44 მონუმენტი აიღეს. როგორც დღეისთვის არის ცნობილი, შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე 771 ერთეული ე.წ. კონფედერაციული ძეგლი არის წარმოდგენილი, რომელთა უმეტესობა თავმოყრილია ჯორჯიის (114), ვირჯინიის(110), ჩრდილოეთ კაროლინის (96) და ტეხასის (67) შტატებში. მასობრივი პროტესტის მონაწილეები - 25 მაისს, მინეაპოლისში, ერთ-ერთი პოლიციელის მხრიდან გამოწვეულმა ქმედებებმა მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება გამოიწვია, რასაც მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა და ზოგიერთმა საჯარო ფიგურამ აშშ-ში რასიზმის სიმბოლოებად აღქმული ქანდაკებების დემონტაჟი მოითხოვა, რომელთა შორის რა თქმა უნდა ე.წ. კონფედერაციული მონუმენტებიც იგულისხმებოდა. შესაბამისად, ზოგიერთი მათგანის „აღება“ ადგილობრივმა პროტესტენტებმა, ან სხვა შემთხვევაში დასახლებების ადმინისტრაციამ მოახდინა. ქვემოთ მოცემულია იმ „აღებული“ მონუმენტების სია, რომელთა დემონტაჟი ბოლო ორი კვირის მანძილზე განხორციელდა: მონტგომერი (ალაბამას შტატი) - რობერტ ლის ძეგლი; ერთ-ერთი სკოლის წინ მდებარე აღნიშნული სკულპტურა 1 ივნისს ჩამოაგდეს კვარცხლბეკიდან. ინციდენტს 4 ადამიანის დაკავება მოჰყვა. ალექსანდრია (ვირჯინიის შტატი) - აპომათოქსის ძეგლი; ე.წ. კონფედერაციის მხარეს მებრძოლის ჯარისკაცის - „აპომათოქსის ძეგლი 1889 წელს აღმართეს და მისი დემონტაჟი 3 ივნისს განხორციელდა, რამაც მორიგი დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ლუისვილი (კენტუკის შტატი) - ჯონ ქესთელმანის ძეგლი; 107 წლის წინ დადგმული ადგილობრივი ღიშესანიშნაობა 8 ივნისს მოხსნეს კვარცხლბეკიდან. ქალაქ ლუისვილის მერის, დემოკრატ გრეგ ფიშერის განცხადებით, სავარაუდოდ ეს მონუმენტი ე.წ. კონფედერატთა სასაფლაოზე გადაინაცვლებს. ინდიანაპოლისი (ინდიანას შტატი) - ე.წ. კონფედერაციის მონუმენტი; 10 მეტრიანი სკულპტურა, რომელიც 1912 წელს აიღო, მიეძღვნა „კონფედერაციის ჯარისკაცთა“ ხსოვნას. ის 8 ივნისს აიღეს. ჯექსონვილი (ფლორიდას შტატი) - ე.წ. კონფედერაციის მონუმენტი; სკულპტურა ჰემინგის პარკში მდებარეობს და ის ეძღვნება ჯექსონვილის „მსუბუქი ქვეითი ჯარისკაცების“ ხსოვნას. ბრინჯაოს ქანდაკება აღნიშნულ პარკში 1898 წლიდან დგას. ეშვილი (ჩრდილოეთ კაროლინა) - ზებულონ ბეირდ ვენსის მონუმენტი - „კონფედერაციის“ სამხედრო ოფიცრისა და ჩრდილოეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორის ზებულონ ბეირდ ვენსის 15 მეტრიანი მონუმენტი, ადგილობრივი ადმინისტრაციის მოთხოვნით, 9 ივნისს მოხსნეს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.