მთავრობები სასამართლოებს აკომპოლექტებენ თავიანთი ერთგული ფიგურებით - ფრიდომ ჰაუსი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142890 Freedom House-ის ანგარიშს აქვეყნებს სადაც დემოკრატიის რეიტინგში საქართველო შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი და კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგშია.ფრიდომ ჰაუსის ანგარიშით ფასდება დემოკრატიის ხარისხი ქვეყნებში. საქართველოს შარშანდელი მაჩვენებელი 3,29 ქულა იყო, წელს კი ეს მონაცემი ოდნავ გაუარესებულია და 3,25 ქულას შეადგენს. დოკუმენტში ყველაზე დიდი ნაწილი ეთმობა სასამართლო სისტემას. მასში ვკითხულობთ, რომ სასამართლოებს ქვეყნები აკომპლექტებენ თავიანთი ერთგული ფიგურებით. ამ კონტექსტში საქართველოსთან ერთად სხვა ქვეყნებიცაა ნახსენები. ,,2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში პოლიტიკოსები ძირს უთხრიდნენ კანონის უზენაესობას, რამაც გამოიწვია მაჩვენებლების გაუარესება ჩეხეთის, საქართველოს, ლატვიის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროსთვის. მთავრობები სასამართლოებს აკომპოლექტებენ თავიანთი ერთგული ფიგურებით, იღებდნენ სასამართლოს შემზღუდველ კანონებს და ზოგ შემთხვევაში აწარმოებდნენ დევნას ცალკეული მოსამართლეების მიმართაც"- აღნიშნულია ანგარიშში.