71% - არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, 23% - ალბათ მივიღებ - Edison Research
Pirveliradio Ge
საქართველოს მოსახლეობის 71% ამბობს, რომ მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. კიდევ 23% კი ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ალბათ მიიღებს.
მოსახლეობის მხოლოდ 2% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად არ მიიღებს, დამატებით 4% კი ვარაუდობს, რომ არჩევნებზე ალბათ არ წავა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
გამოკითხვა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკიხა საქართველოში მცხოვები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.