ქუთაისში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143443 ხმაური იყო ქუთაისში საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ინიციატივას მოყვა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლებას და თანხის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემას მოითხოვდა. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, საარჩევნო სამზადისით არის დაკავებული და ცდილობენ, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას. საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის ბრალდებას ტყუილი უწოდა. რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციამ სხვადასხვა საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.