აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარაში კორონავირუსის3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსისგან კიდევ 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკა დატოვა 11 პირმა. ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება 4 პაციენტი. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს - 101 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -12, ონლაინ კლინიკაში - 71.