ეპიდვითარება საქართველოში

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 653 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 956 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 258 ახალი დადასტურებული შემთხვევა აქედან, თბილისში გამოვლენილია 132 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 16, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, კახეთი -16, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.5%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 571 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 261 637-მდე. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 257, საიდანაც: 1 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 328 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 20 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 015 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 524 ადამიანი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #კორონავირუსი #საქართველო #ახალიამბები