არეულობა ფოთის ბაზარში

Zugdidi Daily

ფოთის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეები ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ნიშნად ამისა კი - ბაზრის მიმდებარედ საავტომობილო გზაც გადაკეტეს. აქ დასაქმებული პირები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში სწორედ ნაგებობაში ვაჭრობენ და ეს მათი შემოსავლის წყაროა. მათი თქმით, დემონტაჟის შესახებ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შენობის მეპატრონემ გააცნო. თავის მხრივ, მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ნაგებობა თავის დროზე ნებართვის გარეშე აშენდა. მათივე განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. წყარო: რადიო ათინათი https://www.radioatinati.ge #ფოთი #პროტესტი #სამეგრელო #ბაზრობა #zugdididaily