ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი თბილისს ესტუმრა

Tbilisi Daily

საქართველოში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლუგე. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ჰანს კლუგესთან შეათანხმებენ შემდგომ სტრატეგიას კოვიდ-პანდემიის კუთხით და განიხილავენ ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს. დღეს ჯანდაცვის სამინისტროში დანიშნულია ჰანს კლუგეს და ეკატერინე ტიკარაძის ერთობლივი ბრიფინგი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორთან ერთად თბილისში იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო ბერძული, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაინიშნა ქვეყნების ჯანდაცვის პროგრამების დირექტორად.