ქობულეთის სოფელ გვარაში ავტომანქანა და მიკროავტობუსი დაიწვა
Batumi Daily
ქობულეთში, სოფელ გვარას ცენტრალურ გზაზე, სატვირთო მიკროავტობუსსა და მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
შედეგად, მიკროავტობუსი სრულიად დაიწვა. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილს, მცირე აალება მოხდა, თვითმხილველების თქმით, მისი ლიკვიდირება დროულად მოხერხდა.
ხანძარი სავარაუდოდ თხევადი აირის ავზის აფეთქებამ გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო მიკროავტობუსის მძღოლები, მარნეულიდან იყვნენ ჩამოსული, ისინი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მანდარინის დისტრიბუციას ეწეოდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
ფოტო: აჭარის ტელევიზია
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში