სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა
Tbilisi Daily
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 004 413-ს შეადგენს, ვირუსს 26 735 ადამიანი ემსხვერპლა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით სწრაფად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიზარდა და საავადმყოფოებში საწოლების დეფიციტი შეიქმნა. ამასთან, ქვეყანაში გასულ დღეს კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, აფრიკის კონტინენტზე პირველი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა