თურნავა: პირველ ეტაპზე, ჩვენ რომ ვერც შევძლოთ გასვლა, გვინდა, ევროპელი ტურისტი მაქსიმალურად მოვიზიდო

On.ge

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო ტურისტების მიღებისთვის პირველ ეტაპზე იგეგმება იმ ტრადიციული მიმართულებების აღდგენა, რა მიმართულებებიც აქამდე უკვე იყო. მისივე თქმით, მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც ევროკავშირის, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. "თუმცა ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები შემოვიდნენ რეგიონებიდან. თუმცა ასევე არ დავკარგავთ არც ერთ შანს, შემოვიყვანოთ ისევ ევროპელი ტურისტები. ჩვენ რომ ვერც შევძლოთ იქ პირველ ეტაპზე გასვლა, ჩვენთან შემომავალი ევროპელი ტურისტი გვინდა, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ", — აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. #news https://on.ge/story/55694-%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%95%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%97