ბაღდათში მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს
Tbilisi Daily
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს.
როგორც დაზარალებულების შვილი აცხადებს, მის 80 წლის მამას თავდამსხმელებმა თანხის გამოძალვის მიზნით სცემეს და თავში კონდახი ჩაარტყეს, მოხუცი კლინიკაშია გადაყვანილი.
დაშავებულის მკურნალი ექიმის განცხადებით, კაცს თავში ინტეცერებრული ჰემატომა აქვს და ამჟამად კონსერვაციულ მკურნალობას გადის. იმ შემთხვევაში კი თუ ჰემატომის ზომა გაიზრდება, მას ოპერაციის ჩატარება დასჭირდება.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.