აჭარაში სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ მოსწავლეებს პლანშეტები გადაეცემათ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის უმაღლეს საბჭოში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. განათლების სამინისტროს ნახევარი მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები მოსწავლეებისათვის პლანშეტების შესაძენად.
რეგიონში კი დაახლოებით 1000-მდე მოსწავლეა, რომელთა ოჯახებს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და ისინი მომავალი წლიდან აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ.
სამინისტროს განმარტებით, დისტანციური სწავლების კუთხით ეს მნიშვნელოვანია, როგორც ვიცით პანდემიის გამო, საჯარო და კერძო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.