ზოგადი კოვიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
Sokhumi Daily
ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 13 ოქტომბრის მონაცემებით ბოლო დღის განმავლობაში 238 - მა ადამიანმა გაიკეტა კოვიდტესტი. მათგან 87 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გუშინდელი მონაცემებით, გუდაუთის სამედიცინო ცენტრში 21 კოვიდინფიცირებული მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 26 საშუალო სიმძიმის.
საერთო ჯამში, გუშინდელი მონაცემებით რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 2430 ადამიანს დაუდასტურდა covid - 19. აქედან 1087 გამოჯანმრთელდა, ხოლო 23 გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადაყვანილ პაციენტებს (მათ შორის არც გარდაცვლილებს) ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა არ ითვლის ადგილობრივ სტატისტიკაში, რადგან თვლის, რომ ეს პაციენტები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გარდაიცვალნენ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა