პრობაციის სამსახური მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას ითხოვს
Pirveliradio Ge
პრობაციის სამსახური ითხოვს, რომ შინაპატიმრობაში მყოფი მუსიკოსი მიხეილ თოდუა ციხეში დაბრუნდეს. მან ციხე 2019 წლის ოქტომბერში, 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. სასამართლო პროცესი 11 ნოემბერს, 14 საათზე გაიმართება.
ინფორმაციას Facebook-ზე ნაჯა ორაშვილი ავრცელებს.
ორაშვილი წერს, რომ ამის მიზეზი საარჩევნო კამპანიის დროს, გირჩის ღონისძიებაზე დაკვრაა.