სპორტსმენი, რომელიც აჭარის მთავრობას საარჩევნო მოსყიდვაში ადანაშაულებს აცხადებს, რომ ახლა სასამართლოს მეშვეობით ემუქრებიან 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

სპორტსმენი, რომელიც აჭარის მთავრობას და პოლიციას საარჩევნო მოსყიდვაში ადანაშაულებს აცხადებს, რომ ახლა მას სასამართლოს მეშვეობით ემუქრებიან. დღეს ქუთაისში სააპელაციო სასამართლოსთან პროცესის დაწყების წინ ფირუზ წულუკიძემ არ გამორიცხა, რომ მას პატიმრობა მიუსაჯონ. სპორტსმენი ამბობს, რომ მისი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაცე.წ. ზონდერ ბრიგადების არსებობისა და პოლიციაში გამართული კონსპირაციული შეხვედრის შესახებ ღიად ისაუბრა, სადაცთანამშრომლობა შესთავაზეს და უარი მიიღეს. სპორტსმენი ფირუზ წულუკიძე პროკურატურაში გამოკითხვაზეც დაიბარეს. წულუკიძე მის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას სკანდალურ განცხადებას უკავშირებს, რომლის მიხედვითაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა, დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად, საიდუმლოდ ხვდებოდა და წინასაარჩევნოდ დახმარებას სთხოვდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა წულუკიძე და ანთაძერამდენიმე თვის წინ, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაცდააკავეს და ბრალიც წარედგინათ.ისინი პირობით იყვნენ გათავისუფლებულები.