იმერეთში ვირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
Kutaisi Daily
ახალ კორონავირუსულ ინფექციას კიდევ ერთი მედიკოსის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსით წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს კარდიოლოგი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, კარდილოგს ვირუსი მძიმე ფორმით ჰქონდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა. მედიკოსს დადასტურებულ კოვიდინფექციასთან ერთად, თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
“დათო წულაია ათეული წლები ემსახურებოდა რაიონის მოსახლეობას. იყო პროფესიონალი ექიმი, ღირსეული პიროვნება და ერთგული მეგობარი. კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს და ქვეყნას,”-აცხადებენ მედიკოსის კოლეგები.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #სიახლეები #kutaisidaily
topnews.