დასახელდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 20 ივლისს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კანდიდატებს შორის არიან ფეხბურთელები, ექიმები, მომღერალი, მოქმედი პარლამენტარები, გუბერნატორები, ქალაქის მერები და ბიზნესმენები.
მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი დეპუტატობის 30 კანდიდატიდან თბილისსა და საქართველოში მხოლოდ ერთი ქალია - ნინო ლაცაბიძე, რომელიც რუსთავში იბრძოლებს მაჟორიტარობისთვის, თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მისი წარდგენისას აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ის 4 შვილის დედაა.
რეგიონებში ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატების სია ასე გამოიყურება:
ზუგდიდი - ირაკლი ჩიქოვანი
ქუთაისი - ზაზა ლომინაძე
ბათუმი - რესან კონცელიძე
ფოთი-ხობი-სენაკი - ირაკლი ხახუბია
აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ - ალექსანდრე მოწერელია
რუსთავი - ნინო ლაცაბიძე
მარნეული და გარდაბანი - ზაალ დარგალი
ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა - გოგი მეშველიანი
სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი - გივი ჭიჭინაძე
საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული - პაატა კვიჟინაძე
ზესტაფონი, ბაღდადი, თერჯოლა და ტყიბული - ბეჭან წაქაძე
გორი და კასპი - გიორგი ხოჯევანიძე
ხაშური და ქარელი - ზაზა დუგლაძე
ამბროლაური, ონი, ცაგერი, მესტია და ლენტეხი - გოჩა ენუქიძე
ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი და ასპინძა - ანტონ ობოლაშვილი
ახალციხე და ნინოწმინდა - სამველ მანუკიანი
ქობულეთი - ზაალ მიქელაძე
ხულო, ჩუახევი, ქედა და ხელვაჩაური - ანზორ ბოლქვაძე
მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი და თიანეთი - შალვა კერესელიძე
ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური - ვასილ ჩიგოგიძე
თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი - ირაკლი ქადაგიშვილი
გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყარო - დავით სონღულაშვილი
ცნობილია მმართველი გუნდის კანდიდატები თბილისშიც.
საბურთალო - დავით სერგეენკო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
ვაკე - ნოდარ ტურძელაძე, ვაკის გამგებელი
გლდანი - ლევან კობიაშვილი, სპორტსმენი, დეპუტატი
სამგორი - სოზარ სუბარი, პრემიერის მრჩეველი
მთაწმინდა-კრწანისი - ბექა ოდიშარია, მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ისანი - კახა კახიშვილი, სასჯელაღსრულების მოქმედი მინისტრი
ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის დეპუტატი, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი
დიდუბე-ჩუღურეთი - გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
დეპუტატების წარდგენას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც დარწმუნებულია თავისი პარტიის „დამაჯერებელ გამარჯვებაში“ და თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30737077.html
#ახალი_ამბები
#twitter