კორონავირუსის განახლებული მონაცემები ოკუპირებულ აფხაზეთში
Sokhumi Daily
გასული დღე - ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 482 პირის კოვიდტესტირება მოხდა. მათგან 87 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი.
3 დეკემბრის მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 89 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან 20 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გასულ დღეს გამოწერეს 8 პაციენტი.
რაც შეეხება სოხუმის კოვიდმიმღებ საავადმყოფოს, აქ 35 კოვიდ დადასტურებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
ასევე სოხუმში, მულტიპროფილურ მობილურ კლინიკაში 40 პაციენტია კორონავირუსით. მათგან 36 პაციენტი საშუალოდაა, 4 - ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, მძიმეა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა